ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი

23 სექტემბერი 2025, 14:34 149 ნახვა

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია 24-25 სექტემბერს საქართველოში ჩამოვა. ევროსაბჭოში აღნიშნავენ, რომ ვიზიტის მიზანია არსებული პოლიტიკური სიტუაციის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე გავლენის შეფასება, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს დაეთმობა.

დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის  კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს.

ასევე, ისინი გაცვლიან მოსაზრებებს კონგრესში საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

ევროსაბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი არ უნდა იქნას განხილული როგორც ლეგიტიმურობის ან შეხვედრების მონაწილეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე