გაერო-ში ირანის პრეზიდენტის გამოსვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

24 სექტემბერი 2025, 09:54 180 ნახვა

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინასთან ირანის მთავრობის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს  და გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე  ირანის პრეზიდენტის დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა დაგმეს.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს დემოკრატიული თავისუფლება ირანს, ძირს ტირანია და ირანის დროშებს აფრიალებდნენ. ისინი აპროტესტებდნენ პეზეშკიანიას ნიუ-იორკში ჩასვლას და აცხადებდნენ, რომ იგი არ არის ირანელი ხალხის ნამდვილი  წარმომადგენელი.

აქციის ორგანიზატორი აშშ-ში ირანელთა თემების ორგანიზაციაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე