შეხვედრები გაეროს ასამბლეის ფარგლებში

24 სექტემბერი 2025, 14:05 176 ნახვა

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ლიდერებს სიტყვით ხვალ მიმართავს. პარალელურად მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრებიც. ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე აუდიენცია გამართა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილმა დისკუსია გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის როლს არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებითაც.

პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე ისაუბრა მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან. ამავე თემებზე იყო საუბარი სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზეც.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე