წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მობილური ჯგუფების სამუშაოს შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრების მიზანი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, აქტიური პროგრამებისა და ვაკანსიების გაცნობაა.
მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე კონსულტანტებმა დაინტერესებულ პირები ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადსხვა პროფესიული კურსები შესთავაზეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის მონაცემებით მობილური ჯგუფების მიერ 4000-ზე მეტი სოფლად მცხოვრები მოქალაქის კონსულტირება განხორციელდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე