გერმანიის ელჩის შემდეგ საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს.
საუბარია ელჩების მხრიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების მხარდაჭერასა და სოლიდარობაზე, რომელიც სამინისტროს განმარტებით ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევაა, რადგან სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში რაც კონვენციის თანახმად ელჩებისთვის დაუშვებელია.
ოპოზიციაში ამის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ხელისუფლებაში კი სამინისტროს პოზიციას იზიარებენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე