თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა, კვლავ, მძევლების ცხედრების დაბრუნებაა.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები, რომლებზეც იმ მძევლების სურათები იყო გამოსახული, რომელთა ცხედრებიც ჯერ ისევ ღაზის სექტორშია.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ, „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა. გადასაცემი რჩება კიდევ 5 ცხედარი.