გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

09 ნოემბერი 2025, 11:13 93 ნახვა

გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, საქართველოს მთავრობისგან აშკარა მოლოდინია, რომ ელჩზე პირადი თავდასხმები თავიდან იქნება აცილებული.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ საუბარი გაიმართა საქართველოს მთავრობასთანაც.

„ახლა ჩვენ საქართველოს ხელმძღვანელობას მისი ქმედებებით ვაფასებთ. შემდგომ დასკვნებს აქედან გამოვიტანთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

გერმანიამ ელჩი, პეტერ ფიშერი 19 ოქტომბერს ქვეყნიდან გაიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე