„თანასწორობა ჩვენი მთავარი პრინციპია – ვმუშაობთ, რომ მოწყვლად ჯგუფებს, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს თანაბარი წვდომა ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე“ - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ სამიტზე მოხსენებით წარსდგა.
ღონისძიებაში მონაწილე, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებმა არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის, ასევე მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ახალი ხედვა განსაზღვრეს.
მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და მიმდინარე რეფორმებზე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე