გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეხვედრა გამართა

26 სექტემბერი 2025, 14:02 95 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან, მის მოადგილეებთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შეხვედრის დროს მინისტრს სამსახურის საქმიანობის, კერძოდ, სახანძრო-სამაშველო ძალების, ზედამხედველობის, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სხვა დეპარტამენტების მუშაობის შესახებ, სრული ინფორმაცია წარედგინა. საუბარი ასევე შეეხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.

გეკა გელაძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი, თანამშრომლებს მხარდაჭერა აღუთქვა, გაწეული ეფექტიანი სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე