„ეს რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პარლამენტში მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელშიც საუბარია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საფრანგეთის სენატის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია ტყუილი და არ შეესაბამება რეალობას. ამასთან მისივე განცხადებით, ეს რეზოლუცია არ იმოქმედებს საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილზე, რადგან იგი წლებია არაფორმალურად სანქცირებულია.
საფრანგეთის სენატში დარეგისტრირებულ რეზოლუციას აფასებს ოპოზიციაშიც და აცხადებს, რომ დოკუმენტში ასახულია სწორედ საქართველოს მძიმე პოლიტიკური რეალობა. საფრანგეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მომზადდა. რეზოლუციის პროექტის წინადადება „გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ უკუსვლას“. ამასთან, საფრანგეთის სენატი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე