„ქართული ოცნება უახლოეს მომავალში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მისი წევრებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თეა წულუკიანის განცხადებით, სარჩელის საფუძველი საგამოძიებო კომისიის მიერ დადებული დასკვნა იქნება.
აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ეს არის დემოკრატიული პროცესი და პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალება ყველას, ვინც ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული.
გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებაში მრავლად არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობაში კი ამბობენ, რომ მათი პარტია იყო, არის და იქნება იდეა ქართული ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოსი, რომელსაც ვერ აკრძალავენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე