ქართული კულტურის დღეები თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქში დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება ანკარის ცენტრალური პარკში, ამფითეატრში გაიმართა. კონცერტში საქართველოდან ჩამოსული ანსამბლები “ალილო”, “ირიაო” და ასევე თურქეთში მცხოვრები ქართველების, ჩვენებურების დაარსებული “კაფდათი” და “ რირაში” მონაწილეობდნენ.
“კაფდაღი” სტამბოლის ხელოვნების ცენტრთან მოქმედებს და მას აჰმედ ოზქან მელაშვილის შვილი, იბერია ოზქან მელაშვილი ხელმძღვანელობს. სწორედ უფროსი მელაშვილის დამსახურება თურქეთში მცხოვრებ ქართველებში ქართული ხალხური სიმღერების გადარჩენა და დღემდე მოტანა.
ამ სიმღერებს ასრულებს ანსამბლი “რირაში”. ქართული კულტურის დღეები 26 სექტემბერს გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, სადაც ასევე მოეწყო მთავარი ღონისძიება და ჩატარდა “ერისიონის” კონცერტი.
მას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თურქეთში არსებული ქართული კულტურის ასოციაციების თავმჯდომარეები, ასევწ ჩვენებურები ესწრებოდნენ. ქართული კულტურის დღეები ანკარაში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თურქეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე