ქართული კულტურის დღეები თურქეთის დედაქალაქში გრძელდება. პრეზიდენტის სასახლის შემდეგ ღონისძიება ანკარის ამფითეატრში გაიმართება. კონცერტში დღეს მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის ორი საქართველოდან ორი კი ადგილზე, ჩვენებურების მიერ შექმნილი ანსამბლია. რაც შეეხება ქართული კულტურის დღეების გახსნას, ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
მას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თურქეთის კულტურის მინისტრის მოადგილე, თურქეთის საქართველოს ელჩი, ასევ სტამბოლისა და ტრაპიზონის კონსულები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ჩვენებურები.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე