ხულოში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ღონისძიება „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ ფარგლებში ჩატარდა. მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან შერჩეულ 50 გამორჩეულ პედაგოგს საჩუქრად წიგნები და სერტიფიკატები გადაეცა. ღონისძიება ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების საზეიმო კონცერტით დასრულდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე