ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში პოლიციამ აკრძალული დაჯგუფების „პალესტინის მოქმედების“ ათობით მხარდამჭერი დააკავა. ისინი შეიკრიბნენ იმ შენობის ეზოში, სადაც ლეიბორისტული პარტიის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობდა. ბრიტანეთმა დაჯგუფება „პალესტინის მოქმედება“ ანტიტერორისტული კანონმდებლობის საფუძველზე ივლისში აკრძალა.
ამ დაჯგუფების წევრობა ქვეყანაში უკვე დანაშაულია, რომელიც 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაჯგუფების მხარდასაჭერად არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორები სამი კაცი და სამი ქალი დაკავებულია. მათ აკრძალვის შემდეგ ონლაინ 13 შეხვედრის ორგანიზებაში და „მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ წახალისებაში ადანაშაულებენ.
აკრძალული დაჯგუფების მხარდამჭერები განზრახ ჩადიოდნენ დანაშაულს იმ მიზნით, რომ კანონის აღსრულება შეუძლებელი გამხდარიყო.
პოლიციის მონაცემებით, აკრძალვასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის აქამდე 1500 ადამიანი დააკავეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე