ლელო ძლიერი საქართველო პროკურატურას ეხმაურება

29 სექტემბერი 2025, 17:50 113 ნახვა

პროკურატურამ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება, მათ შორის ის პირი, ვინც ფიგურირებს აუდიოჩანაწერში.  

დღეს, კოალიცია ,, ლელო-ძლიერი საქართველოს’’ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, ,, ქართული ოცნება’’ პოლიტიკურ შანტაჟსა და მოსყიდვაში დაადანაშაულა.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, კოალიცია ,,ლელო- ძლიერი საქართველოს’’ წევრებზე, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებზე ძალადობრივი ზეწოლა ხორციელდება. მისივე მტკიცებით, მათ ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც აქვთ.

ირაკლი კუპრაძის თქმით, ამ მასალით დასტურდება, რომ ერთ-ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა  საკუთარი კანდიდატურა ,მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად მოხსნა. 

საუბარია კარა ორუჯევზე, რომელიც ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

პროკურატურის განცხადებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ფორმალობას უწოდებენ პარტია ლელოში და გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე