მასწავლებლების დაჯილდოება

29 სექტემბერი 2025, 19:52 222 ნახვა

ბათუმში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ. საზეიმო ღონისძიება ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში გაიმართა.

ჯილდოები მასწავლებლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად გადასცა. 

ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.

დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე