გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, ამაში შედის, მათ შორის შესაბამისი საქმეების გამოძიება.
„გარდა იმისა, რომ ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ მთავრობის საქმიანობაში, სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში, ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს, რომ გამოვიძიოთ ყველა შესაძლო სამართალდარღვევა. ყველა მიმართულებით გაგრძელდება აქტიური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენი ამბიციური მიზანი მინდა, შეგახსენოთ გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა მე ასე მგონია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე