სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა ხვალ გალა კონცერტს გამართავს

30 სექტემბერი 2025, 14:10 590 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის  კაპელა კონცერტისთვის ემზადება. გალა კონცერტი ხვალ ბათუმის დრამატულ თეატრში 19 საათზე გაიმართება, შესრულდება ქართველი და ევროპელი კომპოზიტორების პოპულარული საგუნდო ნაწარმოებები. 

კონცერტში მონაწილეობას კაპელასთან ერთად, მოწვეული ცნობილი მუსიკოს-შემსულებლებიც მიიღებენ. 

საღამო აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული ღონისძიებების “მუსიკალური ბათუმი 2025“-ის ფარგლებში იმართება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში