ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო ოლქში 57 საარჩევნო უბანია. 56 უბანზე არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება, ტრადიციული წესით კი მხოლოდ აჭის საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველთა რაოდენობა 66 ათას 376-ია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში 6 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს: "კონსერვატორები საქართველოსთვის", "ჩვენი გაერთიანებული საქართველო", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", "ძლიერი საქართველო ლელო", "გახარია საქართველოსთვის" და "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო".
ამომრჩეველმა არჩევანი მერობის სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე