უკრაინის ქალაქ ოდესასა და მიმდებარე რაიონში ძლიერი წყალდიდობის შედეგად ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა- განაცხადა სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მოხდა მოქალაქეების ევაკუაცია და დატბორილი შენობებიდან წყლის ამოტუმბვა.
მაშველები დაკარგული გოგონას სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, რომელიც გამთენიისას იპოვეს. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ ოდესის რეგიონში გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გადმოჰყავთ მგზავრები დატბორილი ავტობუსიდან და როგორ ამოაქვთ მანქანები წყლიდან.
„სულ რაღაც შვიდ საათში ოდესაში თითქმის ორი თვის ნალექი მოვიდა“, - წერს ოდესის მერი ტელეგრამზე. საგანგებო სამსახურის მონაცემებით, მაშველებმა 362 ადამიანი გადაარჩინეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე