მიუნხენში “ოქტობერფესტის“ გახსნა რამდენიმე საათით გადაიდო

01 ოქტომბერი 2025, 13:03 79 ნახვა

მიუნხენში  ლუდის ფესტივალი ოქტობერფესტის გახსნის ცერემონიალი საღამოს 5 საათამდე გადაიდო მას შემდეგ, რაც პოლიცია ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა.

მასშტაბური ოპერაცია  ოქტობერფესტის ჩატარების ადგილიდან დაახლოებით 9,5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. 

გამოცემა ბილდის ინფორმაციით, შემთხვევის რაიონში სროლისა და   აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. პოლიციის თქმით, საცხოვრებელი შენობა განზრახ დაწვეს ოჯახური დავის დროს, იქ ნაპოვნი ერთი ადამიანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა მეორე კი დაკარგულია.

შენობაში ნაპოვნი ასაფეთქებლების გასანეიტრალებლად სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოძახება გახდა საჭირო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე