საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც 3 თვის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სტაჟიორებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ უწყებაში მიღებული გამოცდილება მათ პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადი 3000-ზე მეტმა კანდიდატმა შეიტანა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე