ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანსა და რუსეთს შორის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება“ შევიდა ძალაში.
უწყების ცნობით, ხელშეკრულების დადება ორი ქვეყნის ლიდერების ნებას ასახავს, გააღრმაონ ურთიერთობები და განამტკიცონ კავშირები ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირან-რუსეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გარდამტეხი მომენტია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ისტორიაში.
ასევე განცხადების თანახმად, ირანი და რუსეთი ძალას არ დაიშურებენ საერთაშორისო სამართლის პატივისცემის უზრუნველსაყოფად.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე