სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ხუთ პირს: ბექა მაჭავარიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს და სერგო მეგრელიშვილს პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავდა. სახელმწიფო ბრალდება ყველა მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს.
მანამდე, სასამართლომ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული 8 პირის საქმე განიხილა და რვავე პირს პატიმრობა შეუფარდა. თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ჯამში 35 პირი, რომელთა შორის ნაწილს ბრალი ორგანიზატორებაში, ნაწილს კი კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაში ედება.
სამ ადამიანზე კვლავ ძებნაა გამოცხადებული.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე