ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ასევე ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას.
