4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 13 პირი დააკავეს 

09 ოქტომბერი 2025, 11:09 105 ნახვა

მორიგი დაკავება 4 ოქტომბრის საქმეზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს,  გუშინ კი 12 პირი.

გამოძიების თანახმად, დაკავებულებმა აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის "სასახლის ჯებირები შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს". 

დაკავებულია ჯამში 36 პირი, მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე