​საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხულოში

09 ოქტომბერი 2025, 14:09 347 ნახვა

ხულოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა  დღის წესრიგით განიხილეს საკითხი „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ხულოს მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, დელეგირების უფლებამოსილება გულისხმობს სკოლებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესში მუნიციპალიტეტის ჩართულობას.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სამუშაოების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან, ხოლო შესრულებაზე პასუხისმგებელი ხულოს მუნიციპალიტეტი იქნება.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე