მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მუტავას შეხვდა

09 ოქტომბერი 2025, 16:52 118 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მუტავასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისთვის და ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე