ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის ერთობლივი განცხადება

09 ოქტომბერი 2025, 14:19 114 ნახვა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში  და დემოკრატების ლიდერი კომიტეტში, ჯინ შაჰინი ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის „ქართული ოცნება“ და არა ამერიკის შეერთებული შტატები.

მათი განცხადებით, სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებული "საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებით და ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული შემაშფოთებელი ქმედებებით".

ერთობლივ განცხადებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში, კახა კალაძის განცხადებით ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე