4 ოქტომბრის მოვლენებთან შესაძლო შემხებლობაში მყოფ გოჩა ყატაშვილს, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი კიკნაველიძესა და ნანა სანდერსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურიშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე