გამოკითხვაზე დაიბარეს პარტია ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი. ინფორმაცია პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
საქმე ეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიასთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ე.წ. მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით ახალაიას სახლში შეხვედრები იმართებოდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე