თამარ ჩერგოლეიშვილი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

15 ოქტომბერი 2025, 10:19 113 ნახვა

თამარ ჩერგოლეიშვილი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დღეს გამოიკითხება. "ფედერალისტების" ერთ-ერთ ლიდერს საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში ელოდებიან. ინფორმაციას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ჩერგოლეიშვილის გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, მისსავე განცხადებას უკავშირდება.

პოლიტიკოსმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებული მოვლენები ახალაიას სახლში იგეგმებოდა და პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში