გერმანიის კანცლერის ინიციატივა

16 ოქტომბერი 2025, 13:15 103 ნახვა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ევროკავშირს  მოუწოდებს, გამოიყენოს დასავლეთში გაყინული რუსული აქტივები, რათა უკრაინისთვის საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად 140 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოყოს.

მერცმა პირველად სექტემბრის ბოლოს მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის უპროცენტო სესხის გაცემას, რომელიც უზრუნველყოფილი იქნებოდა გაყინული რუსული აქტივებით.

„ჩვენ ამის გაკეთება ომის გახანგრძლივების მიზნით კი არა, მისი დასრულების მიზნით გვსურს“, - განაცხადა მერცმა ბუნდესტაგის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.

„პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ შემცირდება, არამედ გაიზრდება და რომ მას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენზე მეტხანს გაძლებს“ - განაცხადა მერცმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში