ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა. სახლ-მუზეუმი დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ კულტურის მინისტრმა, და დედაქალაქის მერმა დაათვალიერეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუზეუმის არსებობის განმავლობაში, პირველად ჩატარდა მისი სარემონტო და ინფრასტრუქტურული განახლება, რადგან შენობა და ექსპოზიციური სივრცეები თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობდა.
მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ მილიონ 740 ათასი ლარი შეადგინა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე