შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიასს შეხვდა

16 ოქტომბერი 2025, 16:11 103 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს ცნობით, მინისტრმა ისრაელის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

„შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

გეკა გელაძემ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაში, პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, ქვეყნებს შორის საპოლიციო კავშირები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.

თავის მხრივ, ელჩმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრისთვის და გამოხატა მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საქმეში“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში