პლასტმასის მავნე ზემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებთან პლასტიკის საფრთხეების და მისი გამოყენების შემცირების მნიშვნელობაზე იყო საუბარი. აღინიშნა, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე