საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

21 ოქტომბერი 2025, 13:41 163 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, არმიდა სალსია ალისჯაჰბანას შეხვდა.

არმიდა სალსია საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

"შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ESCAP-თან ნაყოფიერ თანამშრომლობას და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს. განიხილეს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ამ მიმართულებით. 

ყურადღება  გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალზე. აღინიშნა, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნის თვალსაზრისით და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ამ პროექტში.  
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობებისა და სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას ემსახურება", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ გქნცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე