აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება შეწყდა. გადაწყვეტილების მიზეზად დონალდ ტრამპმა, კანადის მიერ გამოქვეყნებული სატელევიზიო რეკლამები დაასახელა, რომლებშიც აშშ-ის ტარიფებია გაპროტესტებული.
სოციალურ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, პრეზიდენტი წერს, რომ რონალდ რეიგანის ფონდის განცხადებით, კანადამ თარლითურად გამოიყენა ყალბი რეკლამა, რომელშიც რეიგანი ტარიფებზე უარყოფითად საუბრობს.
„ტარიფები ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. მათი აღმაშფოთებელი საქციელის გამო, კანადასთან ყველა სავაჭრო მოლაპარაკება ამით შეწყდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე
