სირიაში ბაშარ ასადის დამხობის პირველ წლისთავს აღნიშნავენ

08 დეკემბერი 2025, 13:19 74 ნახვა

სირიელები ბაშარ ალ-ასადის და მისი რეჟიმის დამხობის პირველ წლისთავს აღნიშნავენ, ქვეყანა მრავალწლიანი ომის შემდეგ სტაბილურობის პოვნასა და აღდგენას ცდილობს. 

სირიის ყველა ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ დამასკოს ცენტრალურ უმაიადის მოედანზე, საზეიმო ღონისძიებები და ასევე  სამხედრო აღლუმებია დაგეგმილი. ასადი სირიიდან რუსეთში ერთი წლის წინ გაიქცა.  

ასადების ოჯახი სირიას 54 წლის განმავლობაში მართავდა. 2011 წლიდან სირიის ომმა ასობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა და მილიონობით ადამიანი იძულებული გახადა  მეზობელ ქვეყნებში გაქცეულიყო.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით,  ასადის დამხობის შემდეგ დაახლოებით მილიონ 200 ათასი ლტოლვილი და ორ მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი  სახლში დაბრუნდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში