აშშ-ჩინეთის ურთიერთობები

08 დეკემბერი 2025, 13:50 67 ნახვა

ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ამავდროულად მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ი გააძლიერებს დიალოგსა და თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს სტაბილურ ურთიერთობებს.

5 დეკემბერს გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიზნად ისახავს ჩინეთთან ტაივანისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო კონფლიქტის თავიდან აცილებას აშშ-ის მოკავშირეების სამხედრო ძალების გაძლიერებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში