ამ ეტაპისთვის ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკას და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას - აკაკი გვიანიძე

30 ოქტომბერი 2025, 10:47 259 ნახვა

"დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში.დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამომრჩეველსა და გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა"- აღნიშნულის შესახებ ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკაკი გვიანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპისთვის ემშვიდობება პარტიულ პოლიტიკას და პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს საპარლამენტო სიას.

"დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში.

დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამომრჩეველსა და გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა.

ამ ეტაპისთვის ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას. ვაპირებ მეტი დრო დავუთმო სწავლის გაგრძელებასა და პედაგოგიურ საქმიანობას.

წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდი მართალი საქმისთვის.

ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად.

თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის"- წერს აკაკი გვიანიძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე