ყაზახეთის მაჟილისის თავმჯდომარის ვიზიტი

30 ოქტომბერი 2025, 14:51 117 ნახვა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკის ქვედა პალატის – მაჟილისის თავმჯდომარე, იერლან კოშანოვი იმყოფება.   შალვა პაპუაშვილმა, კოშანოვს საკანონმდებლო ორგანოში უმასპინძლა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხანგრძლივი ისტორიის მქონე მეგობრულ ურთიერთობებს, საერთო წარსულსა და მომავლის ხედვებს.  ყაზახეთის რესპუბლიკის ქვედა პალატის – მაჟილისის თავმჯდომარეს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ საქართველო და ყაზახეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ბოლო პერიოდში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა სწრაფი ტემპით იზრდება. იერლან კოშანოვს შეხვდა ქვეყნის პრემიერ მინისტრიც, შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაფართოების პერსპექტივა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე