ხელვაჩაურის 2025 წლის მოწვევის საკრებულო ოფიციალურად უფლებამოსილია

30 ოქტომბერი 2025, 11:15 511 ნახვა

ხელვაჩაურის ახალი მოწვევის საკრებულო დღეს ოფიციალურად შეიკრიბა. პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომა ხელვაჩაურის 83-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდონარემ, ომარ ვარშანიძემ გახსნა. საკრებულოს წევრებს თვითმმართველობის არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააცნო და სხდომა  საკრებულოს უხუცეს წევრს "ძლიერი საქართველო ლელო”-ს წარმომადგენელს დავით დევაძეს გადააბარა.  

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი წევრი არჩილ მხეიძე ხმის მიცემის პროცესს დროებითი სამანდატო კომისია რამდენიმე წუთში დაიწყებს. 

რაც შეეხება ხელვაჩაურის 2025 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას, იგი 26 წევრიანია და მასში ოპოზიციას მხოლოდ 2 წევრი ჰყავს. ესენია "ძლიერი საქართველო ლელო" და " გახარია საქართველოსთვის"  წარმომადგენლები. მანდატების უნრავლესობა “ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე