ენმ ზურაბ პატარაძის წინააღმდეგ

29 მაისი 2017, 00:00 2675 ნახვა

,,ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის” წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.  

რევაზ ხარაზის თქმით, იმ ფონზე, როცა მთავრობაში იანვრიდან აპრილის ჩათვლით  657 ათას 768 ლარი პრემიის, 860 ათას 297 ლარი კი დანამატის სახით გაიცა, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან 2 ათას 391 ბენეფიციარი ამოიღეს.

პარტიის წევრი ირწმუნება, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის  დახმარება აჭარის მთავრობის ინიციატივით მოიხსნა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში