რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალდებას ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. დაკავებული ადვოკატს ჯერ არ მოუნახულებია, შესაბამისად, მისი პოზიცია წარსადგენ ბრალთან დაკავშირებით უცნობია. 
ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ გაბუნიას სახლია ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            