პერუში 200 მეტრიან ხრამში ავტობუსის გადავარდნის შედეგად, 37 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ეს ავარია, ბოლო წლებში პერუში მსხვერპლის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.
ავტოკატასტროფამდე სამგზავრო ავტობუსი სანაპირო ქალაქ ჩალასა და არეკიპის რეგიონის დამაკავშირებელ გზატკეცილზე ფურგონს შეეჯახა.
დაშავებულებს შორის რვა თვის ჩვილი და ორი მცირეწლოვანი ბავშვია.