გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

13 ნოემბერი 2025, 16:29 158 ნახვა

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და მას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე