13 წლით თავისუფლების აღკვეთის მოლოდინი და ორ საქმეზე სამი მუხლით დაწყებული გამოძიება- ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. რაც შეეხება გახარიას მიმართ წარდგენილ კიდევ ერთ ბრალდებას მეორე საქმეზე, რომელიც 20 ივნისის აქციის დარბევას უკავშირდება, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს.