საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქული „C130“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს ანკარის პროვინციის მურთედის საჰაერო ბაზაზე სამხედრო ცერემონიით დაემშვიდობნენ.
თურქული მედიის ცნობით, დაღუპულების მურთედის საჰაერო ბაზაზე გადასვენებამდე, ანკარის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში ფორმალური პროცედურები ჩატარდა. დაღუპულთაგან სამ პირს ანკარაში, ხოლო დანარჩენს ჩვიდმეტს მშობლიურ ქალაქებში დაკრძალავენ.